აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპმის საარჩევნო შტაბში განაცახდეს, რომ არ სურთ სატელევიზიო დებატების დაგეგმვა დონალდ ტრამპის სავარაუდო კონკურენტ კამალა ჰარისთან, სანამ ის ოფიციალურად არ დასახელდებოდა საპრეზიდენტო კანდიდატად.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ის მზად იყო დებატებზე შეხვედროდა კამალა ჰარისს და პირველი თარიღი შეიძლება ყოფილიყო 10 სექტემბერი, თარიღი, რომელზეც დაიგეგმა ბაიდენ-ტრამპის შემდეგი დებატები.
თუმცა, მისმა საარჩევნო კამპანიამ შემდგომში განაცხადა, რომ დებატების დეტალებზე საუბარი ვერ შედგება, ვიდრე ჰარისი ოფიციალურად არ გახდება დემოკრატების კანდიდატი.
„სანამ დემოკრატები ოფიციალურად არ გადაწყვეტენ ნომინაციას დაკავშირებით (...), არასწორი იქნება ჰარისთან რაიმეს დაგეგმვა, რადგან დემოკრატები ძალიან ხშირად იცვლიან აზრს“, - თქვა ტრამპის საარჩევნო კამპანიის სპიკერმა სტივენ ჩენგმა.