აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთთან კონფლიქტი უნდა დასრულდეს.
"პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა, კარგი საუბარი გვქონდა. მე ვუთხარი, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ეს არის ომის მანქანა, თქვენ საქმე გაქვთ ომის მანქანასთან. მათ დაამარცხეს ჰიტლერი, დაამარცხეს ნაპოლეონი", - თქვა ტრამპმა Fox News-თან - თან ონტერვიუში.
ტრამპმა ასევე დაადანაშაულა აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომ მან ვერ შეძლო კონფლიქტის თავიდან აცილება. "ბაიდენს არ უნდა დაეშვა ეს მომხდარიყო. ამის შანსი ნულის ტოლი იყო, ჩემი პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში ეს არ მომხდარა", - თქვა ტრამპმა.