ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის მოქალაქეების გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება.
მონიტორინგის ჯგუფი ქართული მხარის გადაწყვეტილებით კმაყოფილია. ოფიციალური განცხადება სადამკვირვებლო მისიის ვებ-გვერდზეა განთავსებული/
"ჩვენ მივესალმებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით ცხელი ხაზის ამუშავებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ფორმატი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად ყოველთვის ეფექტურად იქნება გამოყენებული", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა რუსეთის სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ევროკავშირის მისიის შუამავლობით რუსეთის მხარეს გადასცეს.