შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოვალური ოფისიდან ამერიკელ ხალხს მიმართა და განუმარტა თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, უარი ეთქვა მეორე ვადით კენჭისყრაზე.
პრეზიდენტმა თქვა, რომ იგი "ჩირაღდანს ახალ თაობას გადასცემს".
"ბოლო კვირების განმავლობაში ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ამ კრიტიკულ საკითხში ჩემი პარტია უნდა გამეერთიანებინა. "მე მჯერა, რომ ჩემი პრეზიდნეტობა, ჩემი ლიდერობა მსოფლიოში, ჩემი ხედვა ამერიკის მომავლის შესახებ, მეორე ვადას იმსახურებს, მაგრამ ჩვენი დემოკრატიის გადარჩენას წინ არაფერი უნდა გადაეღობოს და ეს მოიცავს პირად ამბიციებსაც. წინსვლის საუკეთესო გზაა, გადასცე ჩირაღდანი ახალ თაობას. ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზა ეს არის", - თქვა ბაიდენმა.
"მე ღრმად პატივს ვცემ პრეზიდენტის პოზიციას", - აღნიშნა პრეზიდენტმა. "მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა."
"ამერიკის დიდებულება იმაში მდგომარეობს, რომ მას არ მართავენ მეფეები და დიქტატორები. მას ხალხი მართავს. ისტორია თქვენს ხელშია. ძალა თქვენს ხელშია. ამერიკის იდეა თქვენს ხელშია", - მიმართა ბაიდენმა თანამემამულეებს.
81 წლის პრეზიდენტმა თავისი მემკვიდრეობა შეაფასა, როგორც ღირსშესანიშნავი და აღნიშნა, რომ დარჩენილი ექვსი თვის განმავლობაში განაგრძობს ქვეყნის მართვას.
"დემოკრატიის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ტიტული. მე ვპოულობ დიდ ძალას და ბედნიერებას ამერიკელი ხალხისთვის მუშაობაში. მე გადავწყვიტე, რომ წინსვლის საუკეთესო გზაა, გადასცე ჩირაღდანი ახალ თაობას. ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზა ეს არის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ბაიდენმა დაადასტურა, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ის იქნება ორიენტირებული პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე.
"ეს ნიშნავს, რომ გავაგრძელებ შრომისმოყვარე ოჯახებისთვის ხარჯების შემცირებას და ჩვენი ეკონომიკის ზრდას. მე გავაგრძელებ ჩვენი პირადი თავისუფლებების და ჩვენი სამოქალაქო უფლებების დაცვას", - დასძინა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ, დასრულდება მისი ნახევარსაუკუნოვანი კარიერა საჯარო სამსახურში.
11-წუთიანი გამოსვლისას ბაიდენმა ახსენა საფრთხე, რომელიც, მისი აზრით, ამერიკელებს შეექმნებათ, თუ ტრამპი 5 ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის სახელი არ უხსენებია.
ბაიდენმა ასევე ისაუბრა, თუ რაზე გაამახვილებს ყურადღებას პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენილ ექვსი თვის განმავლობაში.
მან პირობა დადო, რომ დაეხმარება ნატოს გაძლიერებასა და გაერთიანებაში, შეაჩერებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ხელში ჩაიგდოს უკრაინის ტერიტორიები, იმუშავებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისთვის და უზენაესი სასამართლოს რეფორმისთვის.
შეგახსენებთ, 21 ივლისს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვენისა და პარტიის ინტერესების გათვალისწინებით, ეთიშება საპრეზიდენტო რბოლას და დემოკრატიული პარტიის ნომაციის მოპოვებისთვის სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს.
ჯო ბაიდენის პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1972 წელს დაიწყო, როდესაც იგი სენატორად აირჩიეს 29 წლის ასაკში. იგი საპრეზიდენტო ვადას დაასრულებს 2025 წლის 20 იანვარს. იმ დროისთვის ის იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი.