ახლო აღმოსავლეთში აუცილებელია ნატო-ს მსგავსი ალიანსის შექმნა, რომელიც მიმართული იქნება ირანის საფრთხის წინააღმდეგ. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ--ს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ახლა მსურს გამოვხატო ჩემი შეხედულება ახლო აღმოსავლეთის შესახებ, ის ნაწილობრივ ეფუძნება იმას, რის მოწმეც ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გავხდით.
მაშინ, ომის შემდეგ, ამერიკამ შექმნა უსაფრთხოების ალიანსი ევროპაში, რათა შეეწინააღმდეგებოდა მზარდ საბჭოთა საფრთხეს. ანალოგიურად, ამერიკასა და ისრაელს დღეს შეუძლიათ შექმნან უსაფრთხოების ალიანსი ახლო აღმოსავლეთში, რათა დაუპირისპირდნენ ირანის მზარდ საფრთხეს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.