ისრაელი და შეერთებული შტატები გაიმარჯვებენ ირანის ტერორისტულ ღერძის წინაღმდეგ ახლო აღმოსავლეთში. ამის შესახებ განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.
"შემიძლია ერთ რამეში დაგარწმუნოთ, ჩვენ გავიმარჯვებთ", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ თქვა, რომ როდესაც ისრაელი და შეერთებული შტატები ერთად დგანან, ისინი იმარჯვებენ, მათი მტრები კი მარცხდებიან.
„ახლო აღმოსავლეთში, ირანის ტერორის ღერძი უპირისპირდება ამერიკას, ისრაელსა და ჩვენს არაბ მეგობრებს. ეს არის შეტაკება ბარბაროსობასა და ცივილიზაციას შორის.
იმისთვის, რომ ცივილიზაციის ძალებმა გაიმარჯვონ, ამერიკა და ისრაელი ერთად უნდა იდგნენ. ჩვენ გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ კონგრესში სიტყვით მეოთხედ გამოვიდა. ბოლოს ის კონგრესის წინაშე 2015 წლის მარტში წარდგა.