უკრაინული მედიის ცნობით, 24 ივლისს, რუსეთმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაზე იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორ ადამიანს ჯერჯერობით ეძებენ.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის ინფორმაციით, დაშავდა ოთხი ადამიანი.
„სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, კიდევ ორ ადამიანს ეძებენ. სამწუხაროდ, ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. მონაცემების დგინდება“, - განაცხადა სინეგუბოვმა.