აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ფლორიდის შტატში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, 25 ივლისს უმასპინძლებს.
მანამდე გამოცემა Politico, წყაროებზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ ტრამპის შეხვედრა ნეთანიაჰუსთან ამ კვირაში გაიმართება.
დონალდ ტრამპმა თავდაპირველად გამოაქვეყნა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ის გვერდზე, რომ მოუთმენლად ელის ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრას, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ მან დაარედაქტირა პოსტი, და მიუთითა, რომ მათი შეხვედრა ხუთშაბათს, 25 ივლისსგაიმართება.
"მოუთმენლად ველი ბიბი ნეთანიაჰუს შეხვედრას მარ-ა-ლაგოში, პალმ ბიჩში, ფლორიდაში. ჩემი პირველი ვადის განმავლობაში, რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა იყო, თუნდაც ისტორიული აბრაამის შეთანხმების ხელმოწერა. და ჩვენ ეს ისევ გვექნება. “- წერს ტრამპმა Truth Social-ზე.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დასძინა, რომ ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტ კამალ ჰარისს არ შეუძლია შეაჩეროს "მომაკვდინებელი ომები".
"როგორც მე ვთქვი ზელენსკისთან და... მსოფლიო ლიდერებთან საუბრისას ბოლო კვირების განმავლობაში, ეს საშინელი, მომაკვდინებელი ომები და სასტიკი კონფლიქტები უნდა დასრულდეს. მილიონები იღუპებიან და კამალა ჰარისი ამას ვერანაირად ვერ შეაჩერებს“, - აღნიშნა ტრამპმა.
ნეთანიაჰუ ამ კვირაში შეხვდება აშშ-ოს პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს, ასევე ოთხშაბათს აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა.