უკრაინული მედიის ცნობით, 24 ივლისს, გამთენიისას, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი.
ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მტერმა ქალაქზე შეტევა დილის 5 საათის შემდეგ დაიწყო.
მისი ინფორმაციით, იყო ორი აფეთქება. მისივე თქმით,რუსეთის ძალებმა სავარაუდოდ, ხარკოვის წინააღმდეგ S-300-ის ტიპის რაკეტები გამოიყენეს.
„პირველი დარტყმა ხარკოვს ერთ-ერთ სამრეწველო ზონაზე მოხდა.
დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. მეორე შეტევისას თავდასხმა კერძო სექტორის ტერიტორიაზე მოხდა, ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. არის ინფორმაცია ერთი დაღუპულის შესახებ“, - აღნიშნა ქალაქის მერმა.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა მოგვიანებით განმარტა, რომ მტერმა სამრეწველო ზონაში დარტყმა მიაყენსა ნემიშლიანსკის რაიონს. დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობა და სულ მცირე ხუთი მანქანა. დაშავებულები არ არიან.