Reuters-ისა და Ipsos-ის მიერ ჩატარებული საერთო ეროვნულ გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უსწრებს. იუწყება Deutsche Welle.
ეს პირველი გამოკითხვაა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო რბოლა დატოვა.
ჰარისს მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 44 პროცენტმა, ტრამპს კი 42 პროცენტმა. კვლევა მას შემდეგ ჩატარდა, რაც სახელმწიფოს ამჟამინდელმა მეთაურმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის ტოვებს ბრძოლას ხელახალი არჩევისთვის.
კვლევის შედეგები სამშაბათს, 23 ივლისს გამოქვეყნდა.
გამოკითხულ რესპონდენტთა 56 პროცენტი დაეთანხმა, რომ 59 წლის ჰარისს აქვს მახვილი გონება და რომ მას შეუძლია გაუმკლავდეს გამოწვევებს. 78 წლის ტრამპზე ასე მხოლოდ 49 პროცენტი ფიქრობს. 81 წლის ბაიდენის შედეგი იყო 22 პროცენტი.
წინა გამოკითხვაში, რომელიც ბაიდენის განცხადებამდე ჩატარდა, 15-16 ივლისს, ტრამპმა და ჰარისმა თითოეულმა 44 პროცენტი მიიღო. ივლისის დასაწყისში კი ექს-პრეზიდენტი ნოემბრის არჩევნებში პოტენციურ კონკურენტს ერთი პროცენტული პუნქტით უსწრებდა.