რუსეთის ძალები დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში, დრონებით საოჯახო ტიპის სახლს თავს დაესხნენ. დაშავდა ორი მოზარდი.
დნიპროპეტროვსკის ოქლისადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰიი ლისაკის ინფორმაციით, სახლში 12 ბავშვი ცხოვრობდა.
დაშავებული 12 და 13 წლის მოზარდები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ასევე, ლისაკის ინფორმაციით, რუსეთის დარტყმების შედეგად კერძო სახლები დაზიანდა.