ხერსონის რაიონში გასული 24 საათის განმავლობაში შვიდი ადამიანი დაშავდა რუსული თავდასხმების შედეგად, ამის შესახებ უკრაინული მედია ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით იუწყება.
მისი ცნობით, რუსეთის იერიშების სამიზნე იყო 15-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის ქალაქი ხერსონი. დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის 30 კერძო სახლი, ავტომობილები და გაზსადენი.