ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ უარს არ იტყვის ღაზის სექტორში „ჰამასის“ სრულ განადგურებაზე და აღნიშნა, რომ „მტრის სულის რღვევა“ უკვე ჩანს.
„არანაირად არ ვარ მზად „ჰამასის“ დამარცხებაზე უარი ვთქვა. თუ ამაზე უარს ვიტყვით, ბოროტების ღერძის წინაშე აღმოვჩნდებით, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს.
ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განმსაზღვრელია ისრაელის სახელმწიფოს მომავლისთვის... რაც შეეხება გარიგებას, პირობები უდავოდ მომწიფებულია.
ეს კარგი ნიშანია, მაგრამ კიდევ ერთი ნიშანი არის ის, რომ ჩვენ ასევე ვხედავთ მტრის სულისკვეთების ცვლილებას“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში მძევლების ოჯახებთან შეხვედრაზე.
პრემიერის თქმით, მძევლების გადარჩენის პირობები ფორმირდება სამხედრო ზეწოლის გამო, რომელსაც ისრაელი ახორციელებს ჰამასზე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვშინგტონში იმყოფება. სავარაუდოდ, ის შეხვდება პრეზიდენტ ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუს ტრამპთან შეხვედრა სურს.