22 ივლისს რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტები დაბომბეს. დაშავდა 9 მშვიდობიანი მოქალაქე. ინფორმაციას უკრაინული მედია საოლქო პროკურატურტაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორშაბათს რუსეთის არმიამ კონსტანტინოვკაზე მორიგი შეტევა განახორციელა.
საცხოვრებელ მიკრორაიონზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა სამი ადამიანი.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე დაბომბეს ვოლნოვახის რაიონი.
სოფელ პერებუდოვაში ოთხმა მშვიდობიანმა მოქალაქემ, რომლებიც დაბომბვის დროს საკუთარი სახლების ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კიდევ ორი მოქალაქე დაშავდა სოფელ რაზდოლნოიეში.
დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, მანქანები, მაღაზია, ფოსტის შენობა, კაფე და ელექტროგადამცემი ხაზი.