გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მხარი დაუჭირა ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნის შესახებ.
„ჩემმა მეგობარმა ჯო ბაიდენმა ბევრს მიაღწია თავისი ქვეყნისთვის, ევროპისთვის, მთელი მსოფლიოსთვის.
მისი წყალობით ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა მჭიდროა, ნატო ძლიერია, შეერთებული შტატები კი ჩვენთვის კარგი და საიმედო პარტნიორია.
მისი გადაწყვეტილება აღარ იყაროს კენჭი, პატივისცემას იმსახურებს, - დაწერა გერმანიის კანცლერმა სოციალურ ქსელ X-ზე.