აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ ბარაკ ობამა მისი კანდიდატურის წინააღმდეგ კამპანიის ორგანიზებას აწყობს. ამის შესახებ გამოცემა New York Times წერს.
„კოვიდით დაავადებული და მისი მოკავშირეების მიერ მიტოვებული, ბაიდენი სულ უფრო აღშფოთებულია იმის გამო, რომ მისი აზრით, მიმდინარეობს კამპანია წინასაარჩევნო რბოლიდან მისი გამოთიშვის იძულების შესახებ. მას იმედი გაუცრუეს ადამიანებმა, რომლებიც ახლობელბლად მიაჩნდა, მათ შორის ბარაკ ობამამ", - წერს New York Times.
გამოცემის თანახმად, ბაიდენს მიაჩნია, რომ ვიღაც კოორდინირევბას უწევს მედიაში ინფორმაციების გაჟონვას არჩევნებიდან მისი შესაძლო გაყვანის შესახებ, რათა მას მართლაც აიძულონ ამის გაკეთება. ამგვარად, ბაიდენი მთავარ წამქეზებლად მიიჩნევს წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერს ნენსი პელოსის, მაგრამ ის ასევე ნაწყენია ობამაზე და მას კულისების თოჯინად მოიაზრებს.
მედია იუწყება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის გუნდი საჯაროდ გამოდის ლოზუნგებით სიმტკიცის შესახებ, საუბარია იმაზე, რომ ბაიდენი თანდათან ხვდება, რომ თავის კანდიდატურას ვერ გადაარჩენს და საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მოაწყონ შესაძლო გადადგომის ორგანიზება და ამავე დროს შეუნარჩინონ რეპუტაცია.