უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის იდეას ომის 24 საათში დასრულებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ უკრაინა არ დათანხმდება „უბრალოდ გაჩერდეს და დაივიწყოს ყველაფერი“.
ამის შესახებ ზელენსკიმ BBC-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ყველა უფრო ბედნიერი იქნება, თუ მსოფლიოში ერთი ადამიანი, დაე იყოს ის დონალდ ტრამპი, შეძლებს სამყაროში შეჩერებას. საკითხავია რის ფასად და ვინ გადაიხდის
არ ვგულისხმობ, რომ ის გვაიძულებს გადავიხადოთ. მაგრამ თუ გსურთ ამის გაკეთება 24 საათში, მარტივი ვარიანტია გვაიძულოთ ამის გაკეთება.
რადგან გასაგებია, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს - ეს ნიშნავს უბრალოდ გაჩერებას, დათმობას და დავიწყებას. სანქციების გარეშე პუტინი ტერიტორიას დაიკავებს და გამარჯვებას მოუტანს თავის საზოგადოებას და მსოფლიოს.
არავინ წავა ციხეში, არ იქნება პასუხისმგებლობა, არც ტრიბუნალი.
დიახ, ეს ძალიან მარტივი გზაა, მაგრამ ჩვენ ამაზე არასოდეს წავალთ, არასოდეს. და არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ადამიანი, რომელიც გვაიძულებს ამის გაკეთებას.
იმიტომ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ერთ პრეზიდენტზე ან ათ ადამიანზე, ჩვენ ვსაუბრობთ ერზე. რუსებმა ამდენი ხალხი დახოცეს, როგორ დავივიწყოთ? ჩვენ ამას არ ვაპატიებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.