აშშ-ს დემოკრატიულ პარტიაში იზრდება ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მხარადჭერა, როგორც ყველაზე შესაფერისი პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის შესაცვლელად. ამის შესახებ CNN პარტიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.
„არავინ იცის დანამდვილებით როგორი იქნება ახალი კანდიდატის არჩევის პროცესი, თუ ჯო ბაიდენი წავა, მაგრამ ბევრი დემოკრატი ამბობს, რომ უფრო სავარაუდოა, ვიდრე ოდესმე, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იყოს კანდიდატად წარდგენილი“, - აღნიშნავს გამოცემა.
გავრცელებული ცნობით, შიდა გამოკითხვები აჩვენებენ, რომ ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, სულ მცირე, უფრო სასარგებლო იქნებოდა საარჩევნო რბოლაში და დემოკრატიული ენთუზიაზმის გასაძლიერებლად.
ამავდროულად, ბაიდენის თანაშემწეები ამბობენ, რომ ქვეყნის პრეიზდენტი აპირებს კამპანიაში დაბრუნებას მომავალ კვირას, როგორც კი COVID-19-სგან გამოჯანმრთელდება.
„თუ პრეზიდენტი ბაიდენი გადაწყვეტს უკან დახევას, ჩვენ გვყავს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც მზადაა, მხარი დაუჭიროს პარტიის გაერთიანებას, დონალდ ტრამპს დაუპირისპირდეს და ნოემბერში გაიმარჯვოს“, - განაცხადა სენატორმა ელიზაბეტ უორენმა.