ბელარუსის სასამართლომ გერმანელ ექიმს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მანამდე იგი დამნაშავედ ცნეს ტერორიზმსა და დაქირავებულ საქმიანობაში. ინფორმაციას უფლებადამცველები ავრცელებენ.
უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნას“ ცნობით, 30 წლის რიკო კრიგერის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის ექვსი მუხლით იყო აღძრული, მათ შორის დაქირავებულ მებრძოლად მუშაობა, ჯაშუშობა, ტერორიზმი, ექსტრემისტული ჯგუფის ჩამოყალიბება. ასევე, კრიგერს ბრალად ედება ბელარუსის ტერიტორიაზე აფეთქებების ორგანიზება.
რიკო კრიგერი ბელარუსში 2023 წლის ნოემბერში დააკავეს. ბელარუსი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც სასჯელის ზომად სიკვდილით დასჯა დღემდე არსებობს.
ბელარუსი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ არსებობს. მინსკი ამტკიცებს, რომ ეს სასჯელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, მათ შორის სახელმწიფო ღალატისთვის გამოიყენება.