თბილისში ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - საპატრულო პოლიციის მანქანასთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.
მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოტოციკლი პატრულის მანქანას ყაზბეგის გამზირზე მაშინ შეეჯახა, როცა პოლიციის ეკიპაჟმა ბაიკერს გზა დაკავების მიზნით ჩაუკეტა.
დაღუპული 19 წლის რევი დემეტრაშვილია. გავრცელებული ცნობით, რევი დემეტრაშვილი ქართულ-ამერიკული სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული იყო, რომელსაც სწავლა მადრიდის IE University-ში უნდა გაეგრძელებინა 75%-იანი დაფინანსებით.
შემთხვევის ადგილზე ვიდეოს იღებდა თვითმხილველი გიკა მოდებაძე. მედიის ცნობით, პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
საქმეს პროკურატურა იძიებს.