დღეს, 25 ნოემბერს, "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
შეხვედრა 13:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება და როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ალიანსიდან აცნობეს, მასზე საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა ის პაკეტი განიხილება, რომელიც ალასანიას გუნდმა შესაბამის საკითხზე მომუშავე ჯგუფს წარუდგინა.
შეხვედრაზე საქართველოში აკრედიტებული ყველა ელჩია მიწვეული.