ევროპარლამენტის სიდიდით მეორე ჯგუფმა, "პროგრესულმა სოციალისტებმა და დემოკრატებმა" უნგრეთის პრემიერის, მოსკოვში ვიზიტის გამო ვიქტორ ორბანის დასჯა მოითხოვა.
ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჯგუფის ლიდერმა ირაცე გარსია პერესმა განაცხადა.
„ცოტა ხნის წინ ყალბი პატრიოტების ჯგუფის ყველაზე თვალსაჩინო ხელმძღვანელი, ორბანი შეხვდა პუტინს. რომელ მშვიდობაზე სურს საუბარი ტირანთან? მოსკოვში ორბანის ვიზიტი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დარღვევა, ნდობის დარღვევაა და ამას უნდა მოჰყვეს შედეგები. უნგრეთმა უნდა შეწყვიტოს ევროკავშირის დახმარების ბლოკირება, მათ შორის, წევრი ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის“, – განაცხადა სოციალ-დემოკრატების ლიდერმა.
შეგახსენებთ, მანამდე ევროპარლამენტის 63-მა წევრმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ქმედებების გამო, ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართა და უნგრეთისთვის ევროკავშირში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა მოითხოვა.