მედიის ცნობით, დღეს, 16 ივლისს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საბოლოო ჯამში მიიღო პრემიერ-მინისტრის გაბრიელ ატალისა და მისი მთავრობის გადადგომის თხოვნა. თუმცა, გაბრიელ ატალიც და მთავრობაც თავიანთ მოვალეობებს ახალი მთავრობის ფორმირებამდე შეასრულებენ.
ამის შემდეგ ატალი ახალ ეროვნულ ასამბლეაში დეპუტატად გააგრძელებს მუშაობას და მაკრონის პოლიტიკური ძალის ფრაქციას უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, გაბრიელ ატალი მთავრობას 2024 წლის 9 იანვრიდან ხელმძღვანელობდა, ელიზაბეტ ბორნი შეცვალა. ატალი, იმ დროს 34 წლის, გახდა ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში.
8 ივლისს პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ მიიღო პრემიერ მინისტრის გადადგომა და სთხოვა მას მთავრობის მეთაურად დროებით დარჩენა სთხოვა.