უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლზ მიშელს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესთავაზა. იუწყება გამოცემა Bild
ორბანმა მიშელს მისწერა წერილი, რომელშიც „მოკლე შეფასება“ გააკეთა უკრაინის, რუსეთის, ჩინეთის, თურქეთის ლიდერებთან და დონალდ ტრამპთან ბოლო მოლაპარაკებების შესახებ და რამდენიმე წინადადება წარუდგინა.
კერძოდ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინაში „სამხედრო კონფლიქტის ინტენსივობა“ „რადიკალურად გაიზრდება უახლოეს მომავალში“.
თავის წერილში ორბანი მოუწოდებს გაიმართოს ჩინეთთან მოლაპარაკება "მშვიდობის კონფერენციაზე", აღადგეს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და დაიწყოს "პოლიტიკური შეტევა" გლობალური სამხრეთის ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთა "პატივისცემა დაიკარგა უკრაინის ომის მიმართ ევროკავშირის პოზიციის გამო".
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ასევე წერს ტრამპთან მოლაპარაკებების შესახებ და აკრიტიკებს ამჟამინდელ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელსაც ორბანის თქმით, „არ ძალუძს შეცვალოს აშშ-ის ამჟამინდელი სამხედრო პოლიტიკა და, შესაბამისად, არ არსებობს ახალი პოლიტიკის დაწყების მოლოდინი.“
ორბანი ასევე გამოთქვამს რწმენას, რომ არჩევნებში დოალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ის {ტრამპი} „არც კი დაელოდება მის ინაუგურაციას დადაუყოვნებლივ იმოქმედებს მშვიდობის შუამავლად“, რადგან მისი აზრით, „ამისთვის აქვს დეტალური და დასაბუთებული გეგმები."
ამასთან, ორბანი აფრთხილებს, რომ ტრამპის არჩევნებში გამარჯვება ევროკავშირს ძვირი დაუჯდება.
"მე უფრო მეტად ვარ დარწმუნებული, რომ პრეზიდენტ ტრამპის სავარაუდო გამარჯვების შემთხვევაში, ფინანსური ტვირთი აშშ-სა და ევროკავშირს შორის მნიშვნელოვნად შეიცვლება ევროკავშირის სასარგებლოდ, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას", - წერს უნგრეთის პრემიერი.