აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ჯეიმს დევიდ ვენსი დებატებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. იუწყება Politico
გუშინ დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოს სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა.
ჰარისმა მიულოცა ვენსს ეს და გამოთქვა იმედი, რომ ისინი შეხვდებიან CBS News-ის მიერ შეთავაზებულ დებატებში.
„ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მზად არის დებატებისთვის ჯეიმს დევიდ ვენსთან. ჩვენ მივიღეთ CBS News-ის წინადადება, მონაწილეობა მივიღოთ ამ დებატებში და თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ“, – განაცხადა ბაიდენის საარჩევნო კამპანიის სპიკერმა, თი ჯეი დაკლომ.
მოსალოდნელია, რომ ჰარისი და ვენსი დებატებზე ამ ზაფხულს შეთანხმდებიან, თუმცატრამპის საარჩევნო კამპანიას მიწვევაჯერჯერობით არ დაუდასტურებია.