აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი გაასაჩივრებს ფლორიდის მოსამართლის გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის საქმესთან დაკავშირებით.
იუსტიციის დეპარტამენტმა უფლება მისცა სპეციალურ პროკურორს, ჯეკ სმიტი გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება. იუწყება Reuters
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ეილინ ქენონმა დონალდ ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის საქმის განხილვაზე უარი თქვა.
აღნიშნულ საქმეზე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი 40 მუხლით ჰქონდა წაყენებული. ბრალდების მიხედვით, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ დონალდ ტრამპი საიდუმლო სამთავრობო დოკუმენტებს ინახავდა და ასევე ხელს უშლიდა გამოძიებას.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ტრამპის მორიგი „იურიდიული ტრიუმფია“.