აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ოფიციალურად გახდა „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.
ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე დელეგატთა ხმების საჭირო რაოდენობა მიიღო.
ყრილობა ვისკონსინის შტატში მიმდინარეობს.
მანამდე ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი აირჩია.