უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენლები უნდა დაესწრონ უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტს.
ზელენსკის თქმით, მომავალი სამშვიდობო კონფერენციის გეგმა ნოემბრამდე უნდა შემუშავდეს. ამ მიზნით დაგეგმილია სამი შეხვედრის გამართვა: უკრაინული „მშვიდობის ფორმულის“ თითოეულ პუნქტზე, რომელიც განიხილეს შვეიცარიაში გასულ სამიტზე.
ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, პირველი შეხვედრა დაეთმობა ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ის ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში კატარში შედგება. ასევე, აგვისტოში გაიმართება შეხვედრა თურქეთში, სადაც ნაოსნობის და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
სექტემბერში კი კანადაში შედგება მოლაპარაკებები, სადაც მძევლების გაცვლისა და დეპორტირებულთა დაბრუნების თემაზე იმსჯელებენ.
„ამ სამი პუნქტის შემდეგ, თუ იმუშავებენ, მზად იქნება ყველა პუნქტის [„მშვიდობის ფორმულის“} განხორციელების სრული გეგმა“, - განაცხადა ზელენსკიმ.