უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა ითანამშრომლოს შეერთებული შტატების ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, კერძოდ ,რესპუბლიკურ პარტიასთან, თუ ის ხელისუფლებაში მოვა.
ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში უკრაინელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდემტმა აღნიშნა, რომ კიევი განავითარებს ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან, მიუხედავად მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისა.
„რაც შეეხება ომის დასრულებას, როგორია პოტენციური პრეზიდენტის, პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი კანდიდატის ხედვა: ზოგადად, ჩემთვის გასაგებია, რომ თუ ბატონი დონალდ ტრამპი გახდება პრეზიდენტი, ჩვენ ვიმუშავებთ მასთან. მე ამის არ მეშინია“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რესპუბლიკელებს შორის განსხვავებული პოზიციებია, მათ შორის რადიკალურიც
„მაგრამ მინდა გითხრათ: რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, - დასძინა მან.