ნატო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააჩქაროს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის ხელშეწყობის მიზნით, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს.
„ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ერთგულია საქართველოსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის. მოუწოდებს მის მთავრობას, დააჩქაროს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის ხელშეწყობის მიზნით“,- წერს კოლომინა სოციალურ ქსელში.