უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბალაშ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის სამშვიდობო გეგმა ახლა „ევროკავშირის ყველა ლიდერის მაგიდაზეა“.
„ეს ვიზიტები აჩვენებს, რომ უკრაინას და რუსეთს გადაწყვეტილი აქვთ იბრძოლონ და გარე შუამავლების გარეშე, სამწუხაროდ, უახლოეს თვეებში ძალიან სერიოზულ ნგრევას ვიხილავთ“,- თქვაუნგრეთის ლიდერის ბოლო ვიზიტებზე საუბრისას ბალაშ ორბანმა
მისი თქმით, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციისა და ევროპის მიზანია ომის გაგრძელება.
„პრემიერმა წერილობით მიაწოდა ინფორმაცია ევროპული საბჭოს ლიდერებს მოლაპარაკებების, სამშვიდობო მისიის პირველი ეტაპისა და უნგრეთის წინადადებების შესახებ. თუ ევროპას სურს მშვიდობა და სურს, რომ საბოლოო სიტყვა თქვას ომისა და სისხლისღვრის დასრულებაზე, მაშინ კურსის შეცვლა ახლავე უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს“, - განაცხადა მან.
ორბანის თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისით, უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის მთელი პერიოდი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის პირობების შესაქმნელად უნდა იქნას გამოყენებული. მისი თქმით, თუ ევროკავშირი ახლა არ იმოქმედებს, ის შემდეგშიც ვერ იმოქმედებს.