აშშ-ის პრეზიდენტმას ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გამოძიება დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე სწრაფად წარიმართება.
”მე მივეცი მითითება, რომ გამოძიება იყოს სწრაფი და საფუძვლიანი ”, - თქვა ბაიდენმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ამერიკაში არ არის ადგილი ძალადობისთვის.
"ამერიკაში არ არის ადგილი ამ ტიპის ან სხვა ძალადობისთვის. მკვლელობის მცდელობა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ, როგორც ერი მხარს ვუჭერთ. ჩვენ ასეთები არ ვართ, ეს არ არის ამერიკა. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს მოხდეს. ერთიანობა არის ყველაზე ნტელი მიზანი, მაგრამ არაფერია ახლა, ისე მნიშვნელოვანი, როგორც ერთიანობა“, - დასძინა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ტრამპი მკვლელობის მცდელობის შემდეგ თავს უკეთ გრძნობს და მოუწოდა ყველას, არ მოხდეს სპეკულირება მსროლელის მოტივების შესახებ, ვიდრე ყველა გარემოება არ გაირკვევა. მისი თქმით, თავდამსხმელის მოტივზე ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს
„ჩვენ ვიცით, ვინ არის თავდამსმხელი. მე მოვუწოდებ ყველას, გთხოვთ, ნუ გააკეთებთ რაიმე ვარაუდებს მის მოტივებსა და პოლიტიკურ შეხედულებებზე. ნება მიეცით გამოძიების ფედერალურ ბიუროს, გააკეთოს თავისი საქმე. მე მივეცი მითითება, რომ ეს გამოძიება იყოს საფუძვლიანი და სწრაფი. გამომძიებლებს ექნებათ ყველანაირი რესურსი, რაც მათ სჭირდებათ ამის შესასრულებლად“, – აღნიშნა ბაიდენმა.
მისივე თქმით, მან უკვე მიმართა საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელს, გადახედოს უსაფრთხოების ზომებს რესპუბლიკელთა ეროვნულ ყრილობაზე, რომელიც ხვალ იგეგმება.
„ტრამპმა, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა და რესპუბლიკელების კანდიდატმა უკვე მიიღო უსაფრთხოების გაზრდილი დონე და მე გამუდმებით ვაძლევდი მითითებას უსაფრთხოების სამსახურს, რომ უზრუნველეყოთ ყველა რესურსი, შესაძლებლობები და დაცვა, რომელიც აუცილებელია მისი მუდმივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.