დონალდ ტრამპი მკვლელობის მცდელობის შემდეგაც გააგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას და დაიცავს შეერთებული შტატების ინტერესებს, - ამის შესახებ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
"ის არასოდეს შეწყვეტს ბრძოლას ამერიკის გადასარჩენად", - დაწერა დონალდ ტრამპ უმცროსმა.
პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსროლელი განეიტრალებულია.