აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს, რომელსაც პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ესროლეს. ამის შესახებ ნათქვამია თეთრ სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„პრეზიდენტი ბაიდენი ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს დღეს საღამოს ესაუბრა“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცახდებაში. საუბრის სინაარსი არ ვრცედლდება.
ამასთან, ბაიდენი ესაუბრა პენსილვანიის გუბერნატორს და ქალაქ ბატლერის მერს, სადაც ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა.
თეთრი სახლის განცახდების თანახმად, ბაიდენი წყვეტს დასვენებას და ვაშინგტონში ბრუნდება.
„დღეს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაშინგტონში ბრუნდება. ხვალ დილით თეთრ სახლში ის მიიღებს განახლებულ ინფორმაციას აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტისგან და სამართალდამცავი უწყებების ოფიციალური პირებისგან”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.