ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული, რომ "ჰამასის" სამხედრო ფრთის მეთაური მუჰამედ დეიფი და მისი მოადგილე რაფა სალამა ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების დღევანდელი თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. „ჰამასის“ ლიკვიდაცია ისრაელის ომის ერთ-ერთი მიზანია,“, - თქვა ნეთანიაჰუმ.და პირობა დადო, რომ ისრაელი გაანადგურებს ჰამასის ყველა მეთაურს.
თელ-ავივში თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდასხმა მას შემდეგ დაამტკიცა, რაც დარწმუნდა, რომ იმ ტერიტორიაზე ისრაელელი მძევლები არ იმყოფებოდნენ.
„ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა ისრაელის ყველა მიზანი მიღწეული იქნება. ყველა მიზნის მიღწევა მოიტანს სრულ გამარჯვებას და აღადგენს ისრაელის შეკავების შესაძლებლობებს. ბოლო კვირებში, ისრაელის სამხედრო ზეწოლის შედეგად ჩვენ ვხედავთ სისუსტეს „ჰამასში.“ ისრაელის ძალები ღაზაში წინ მიიწევენ”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
დღეს, "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სულ მცირე 90 პალესტინელი დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, მათივე ცნობით, დაშავებულია 300-მდე ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმა ხან იუნისთან ახლოს, ალ-მავასის რაიონში მოხდა, რომელიც ისრაელელმა სამხედროებმა ჰუმანიტარულ ზონად გამოაცხადეს და პალესტინელებს იქ თავის შეფარებისკენ მოუწოდეს.
ისრაელელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე იყო "ჰამასის" სამხედრო ლიდერი მუჰამედ დეიფი "ღია ზონაში", სადაც "მხოლოდ ჰამასის ტერორისტები იყვნენ და არა მშვიდობიანი მოსახლეობა".
მისივე თქმით, ისრაელის ძალების სამიზნე იყო რაფა სალამაც, ჰამასის მეთაური, ისრაელელი მაღალჩინოსნის თქმით, დაზვერვის მონაცეების მიხედვით, დარტყმების ზუსტი იყო.