უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ვაშინგტონში ნატო-ს სამიტზე, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრებოდა, განაცხადა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი არ უნდა გახდეს.
ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ნატო-ს სამიტზე ორბანმა, უარი თქვა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე. მაგრამ მან ლიდერთა შეხვედრაზე, ასევე პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინა არ უნდა გახდეს ალიანსის წევრი.
„ორბანმა ზელენსკისთან პლენარულ შეხვედრაზეც გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ნატო-ში, ზოგიერთმა ლიდერმა ეს გააპროტესტა, ერთ-ერთმა მათგანმა კი თქვა, რომ უნგრეთის ისტორია აჩვენებს, თუ რატომ უნდა იყოს უკრაინა ალიანსში, - აღნიშნავს გამოცემა.
ვაშინგტონში სამიტზე დასწრების შემდეგ, ვიქტორ ორბანი გაემგზავრა ფლორიდაში დონალდ ტრამპთან შესახვედრად, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა პროვოცირებული იყო უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების განზრახვით.