ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში უკრაინაში საარტილერიო ჭურვების მიწოდების დეტალებზე ისაუბრა.
პაველის თქმით, ივლის-აგვისტოში კიდევ 50 ათასი ჭურვი უნდა ჩავიდეს უკრაინაში, ხოლო სექტემბრიდან წლის ბოლომდე თვეში 80-დან 100 ათასამდე გაიგზავნება.
მანამდე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში ჭურვების პირველი ტვირთი უკრაინაში რამდენიმე ხნის წინ ჩავიდა.
მაშინ თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ განმარტა, რომ საუბარია 50 ათას ერთეულ საბრძოლო მასალაზე და ამოცანაა წელს უკრაინას 500 ათასი ჭურვი მიეწოდოს. ეს რაოდენობა ფინანსურად უზრუნველყოფილია. უფრო მეტიც, 180 ათასი ერთეული საბრძოლო მასალის პირველი ნაწილი ფინანსდება გერმანიის შენატანით.