აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დეტროიტში შეკრებილი მომხრეებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ტრამპის დამარცხებას კიდევ ერთხელ აპირებს.
ბაიდენის თქმით, ტრამპი ერისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
„ალბათ შეამჩნიეთ, რომ ამ ბოლო დროს ბევრი სპეკულაცია იყო. რას აპირებს ჯო ბაიდენი? აპირებს თუ არა დარჩეს რბოლაში? ის აუცილებლად წავა. ჩემი პასუხია: მე ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე ამის შეცვლას არ ვაპირებ. მედემოკრატიული პარტიის კანდიდატი ვარ. ვაპირებ, კიდევ ერთხელ დავამარცხო ტრამპი. ტრამპი ამ ერისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა ბაიდენმა.