თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი დაინტერესებულია შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის განახლებით. იუწყება Anadolu
ერდოღანის განცხადებით, აღნიშნული საკითხი ნატო-ს სამიტის ფარგლებში განიხილა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ჩვენ გვინდა ვითანამშრომლოთ უკრაინულ მხარესთან, ვიმედოვნებ, რომ ამ დერეფანთან დაკავშირებით კვლავ შევძლებთ მუშაობას.
ერდოღანის თქმით, სამიტზე აღნიშნა, რომ აუცილებელია მხარეები დიპლომატიას დაიბრუნდნენ და მოლაპარაკებებისთვის ნიადაგი მოამზადონ შემდგომი ესკალაციის გარეშე.
„ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ სტამბოლის პროცესი ამ მიმართულებით“, - თქვა მან.
შეთანხმების ფარგლებში, მარცვლეული შავი ზღვის „მარცვლეულის დერეფნის“ გავლით, უკრაინამ შეეძლო უსაფრთხოდ გაეტანა თითქმის 33 მილიონი ტონა უკრაინული მაგრამ 2023 წლის ივლისში რუსეთი გამოვიდა შეთანხმებიდან და თქვა, რომ მისი მოთხოვნები არ შესრულდა.
ამასთან, თურქული მხარე მხარს უჭერდა რუსეთის მონაწილეობით „მარცვლეულის დერეფნის“ აღდგენას, თუმცა უკრაინამ შეძლო დუნაის გავლით საკუთარი მარშრუტის გაჭრა.