გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცახდებით, ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე დიდი ზიანი მოიტანა.
„შევხედავთ, როგორ გაგრძელდება უნგრეთის თავმჯდომარეობა. მეთორმეტე დღეა და ამან უკვე დიდი ზიანი მოგვიტანა“, – განაცხადეს გერმანიის საგარეო უწყებაში.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვიზიტები განახორციელა ჯერ კიევში, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, მერე რუსეთში – პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ჩინეთში – სი ძინპინს და ბოლოს, გუშინ უნგრეთის პრემიერი ფლორიდაში დონალდ ტრამპს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ეწვია.
უნგრეთმა თავმჯდომარეობა პირველი ივლისიდან ექვსი თვით გადაიბარა.