საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბატონ მასუდ ფეზეშქიანს წერილი გაუგზავნა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
„თქვენო აღმატებულებავ,
ქართველი ხალხის და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას. გისურვებთ წარმატებას თქვენი ქვეყნის განვითარებისა და ირანელი ხალხის კეთილდღეობისათვის მოღვაწეობაში.
ვსარგებლობ შემთხვევით, რათა დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და თქვენ და მეგობარ ირანელ ხალხს გისურვოთ წარმატება, მშვიდობა და კეთილდღეობა“, - აღნიშნულია მილოცვაში.