ნატო-ს ლიდერებმა სამიტზე განაცხადეს, რომ ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის ომის ეკონომიკას, რაც ვერ დარჩება შედეგებისგარეშე მისი ინტერესებისა და რეპუტაციისთვის.
ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ევროატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ პუტინის ომს ხელს უწყობენ ისინი, რომლებიც არ იზიარებენ დასავლურ ღირებულებებს, ირანი და ჩრდილოეთ კორეა, რომლებიც რუსეთს პირდაპირ სამხედრო დახმარებას უწევენ, ჩინეთი კი რუსეთის სამხედრო ეკონომიკას ეხმარება.
მისი თქმით, ეს არ არის დროებითი კოალიცია, არამედ დიდი სტრატეგიული ცვლილება.
"ჩინეთი გადამწყვეტი მეზობელი გახდა რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
გენერალურმა მდივნის განცახდებით, ჩინეთი აწვდის რუსეთს ორმაგი დანიშნულების აღჭურვილობას, მიკროელექტრონიკას და ბევრ სხვა ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთს დაამზადოს რაკეტები, ბომბები, თვითმფრინავები და იარაღი, რომლებსაც რუსები იყენებენ უკრაინაზე თავდასხმისთვის.
”შეუძლებელია ჩინეთი დაეხმაროს უახლეს ისტორიაში, კონტინენტზე ყველაზე მასშტაბურ ომს მისი რეპუტაციისა და ინტერესებისთვის უარყოფითი შედეგების გარეშე”, - ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა.