უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ როგორც მამისთვის, მისთვის ძალიან რთულია ბავშვების დაღუპვა.
უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა კიევში ოჰმატიდის კლინიკის დაბომბვაზე და ისაუბრა იმ მომენტებზე, როდესაც ადამიანს სურს რუსეთის ლიდერის ვლადიმირ პუტინის მოკვლა. ამის შესახებ ზელენსკიმ 10 ივლისს ვაშინგტონში რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდსა და ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.
"ჩემთვის, იცით, ეს ყოველთვის ყველასთვის ასეა, ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია. მე ვარ მამა, მე ვარ პრეზიდენტი, მე ვარ ადამიანი. და ჩემთვის ძალიან, ძალიან რთულია ადამიანების დაკარგვა, ძალიან რთულია. შვილების დაკარგვა და თქვენ ხედავთ ამ ხალხს, მშობლებს, როდესაც მათი შვილები იღუპებიან, იმ მომენტში, იმ დროს პუტინის მოკვლა გინდა და ჩვენ ყველას ძალიან გვინდა ეს“, - თქვა ზელენსკიმ.