ბრიტანეთის მთავრობის ახალმა მეთაურმა, კირ სტარმერმა მიანიშნა, რომ უკრაინას შეუძლია გამოიყენოს ბრიტანული წარმოების Storm Shadow-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების გასანადგურებლად.
სტარმერმა Bloomberg-ის შეკითხვის საპასუხოდ დაეთანხმა, რომ ბრიტანეთის მიერ გადაცემული Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენება უკრაინის საქმეა.
ამრიგად, სტარმერმა დაადასტურა, რომ გააგრძელებს ბრიტანეთის წინა მთავრობის პოლიტიკას უკრაინაში რუსეთის ომში შორ დისტანციაზე მოქმედი იარაღის გამოყენების შესახებ.
მისი თქმით, რაკეტები „ცხადია, გამოყენებული უნდა იქნას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად“. ამასთან დასძინა, რომ Storm Shadow-ი უნდა იყოს გამოყენებული "თავდაცვითი მიზნებისთვის".
”მაგრამ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენოს ისინი ამ თავდაცვითი მიზნებისთვის”, - თქვა სტარმერმა.