უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები გააუქმებს ყველა შეზღუდვას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებზე, რაც დაიცავს უკრაინის ქალაქებს მართვადი ბომბების თავდასხმებისგან.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვაშინგტონში რეიგანის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკიმ ილაპარაკა ამერიკის ლიოდერობის აუცილებლობაზე, რომელიც ახლა და დაუყოვნებლივ მოქმედებს.
მან მაგალითად მოიყვანა რუსეთის ახალი შეტევა ხარკოვის რეგიონში, რომელიც ჩახშობილი იქნა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვის მიცემის შედეგად.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას შეუძლია მყისიერი შედეგი მოიტანოს და უკრაინა ამ ნაბიჯს ელოდება.
„წარმოიდგინეთ, რამდენს მივაღწევთ, როდესაც ყველა შეზღუდვა მოიხსნება, ჩვენ ასევე შევძლებთ დავიცვათ ჩვენი ქალაქები რუსული მართვადი ბომბებისგან, თუ ამერიკის ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯს წინ და მოგვცემს უფლებას გავანადგუროთ რუსული სამხედრო თვითმფრინავები მათსავე ბაზებზე.
და ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად შევზღუდოთ რუსეთის ქმედებები სამხრეთ უკრაინაში და გავდევნოთ ოკუპანტი, თუ ამერიკის ხელისუფლება დაგვეხმარება საჭირო შესაძლებლობებით, რათა სიღრმეში დარტყმები მივაყენოთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და ლოჯისტიკას ჩვენს ყირიმში“, - განაცხადა ზელენსკიმ.