აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ პუტინის აგრესიის შეჩერება არის ამოცანა, რომლის შესრულებაც უკრაინის არმიას შეუძლია. ამის შესახებ მან ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის გახსნისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი „ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, ასევე გაიხსენა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება, ასევე ე.წ. „ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის“ მნიშვნელოვანი გაძლიერება.
.გარდა ამისა, ბაიდენის თქმით, ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე აშშ-სა და მოკავშირეთა ძალების ზრდა საკმარისი არ არის კრემლის აგრესიული ქმედებების შესაჩერებლად.
„ამერიკელთა აბსოლუტურ ორპარტიულ უმრავლესობას ესმის, რომ ნატო ჩვენ ყველას უფრო უსაფრთხოს გვხდის. ამერიკელ ხალხს ესმის, რა მოხდებოდა ნატო რომ არ ყოფილიყო. ისტორიის ეს მომენტი ითხოვს ჩვენს კოლექტიურ ძალას. პუტინს სურს უკრაინის სრული დამორჩილება, უნდა, ბოლო მოეღოს უკრაინის დემოკრატიას, გაანადგუროს უკრაინის კულტურა და რუკიდან წაშალოს უკრაინა. პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე. არ შეცდეთ, უკრაინას შეუძლია და უკრაინა გააჩერებს პუტინს“, – განაცხადა ბაიდენმა.