აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს, 10 ივლისს თეთრ სახლში გამართავს თავის პირველ პირისპირ მოლაპარაკებებს ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან. ამის შესახებ თეთრმა სახლში განაცხადეს.
„ოთხშაბათს პრეზიდენტი გამართავს თავის პირველ ორმხრივ შეხვედრას დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან, აქ, თეთრ სახლში. პრეზიდენტი ასევე შეხვდება ალიანსის 32 წევრს“, – აღნიშნა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა თქვა, რომ ბაიდენი სტარმერთან შეხვედრისას გეგმავს"ხაზი გაუსვას შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას.
მისივე თქმით, ორ ლიდერს ექნება შესაძლებლობა განიხილონ აშშ-დიდი ბრიტანეთისურთიერთობები და თანამშრომლობა მთელ რიგ საკითხებზე, უკრაინის ომიდან ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებამდე. მხარეები ასევე განიხილავენ, თუ როგორ შეუსალონ ხელიირანს ბირთვული იარაღის მოპოვებაში, ასევე როგორ დაუპირისპირდნენ ჰუსიტების საფრთხეებს კომერციული გემებისთვის.
ბაიდენი ასევე გამართავს ღონისძიებას უკრაინის პრეზიდენტთან ვოლადიმირ ზელენსკისთან ნატო-ს სამიტოს ფარგლებში.
„უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინის ქალაქების დასაცავად, შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებს ექნებათ რამდენიმე განცხადება სამიტზე. ამასთან, ნატო-ს ალიანსი გამოაცხადებს მნიშვნელოვანი ახალი ნაბიჯების შესახებ უკრაინასთან სამხედრო და პოლიტიკური პარტნიორობის გასაძლიერებლად“, – დასძინა ჯონ კირბიმ.