ლიბერთი, Mastercard-თან ერთობლივ, ფინანსური განათლების ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს.
Mastercard-ის ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდული, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის (MSME), განკუთვნილი საგანმანათლებლო ლექციების ციკლია, რომელიც “ფინანსური განათლების პროექტის* ფარგლებში შეიქმნა.
ამჯერად, პროექტი ახმეტაში, “კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრში” ჩატარდა და კახეთში მცხოვრები მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეები (MSME), მომავალი ანტრეპრენერები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი, 2024 წლის თებერვალში, საბაზისო ფინანსური განათლების მოდულით დაიწყო და ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდულით გაგრძელდა.
პროექტის ფარგლებში, Mastsercard-სა და ლიბერთის შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანი ფინანსური განათლების ხელშეწყობაზე ერთობლივი ზრუნვა გახლავთ, სწორედ ლიბერთის აქტიური ჩართულობით ტარდება ლექციები საქართველოს რეგიონებში და იქმნება სპეციალური საშეღავათო პროდუქტები პროექტის მონაწილეებისთვის.
Mastercard-ის შესახებ:
Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.