საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა თქვა, რომ ორშაბათს თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადებს.
პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ მისი პარტია საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურთან შედარებით უფრო წარმატებული იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა პარლამენტში მანდატების უმრავლესობის მოსაპოვებლად.
„ვრჩები რა რესპუბლიკის ტრადიციებისა და ჩემი პრინციპების ერთგული, ხვალ დილით გადადგომის შესახებ განცხადებას პრეზიდენტს გადავცემ“, - განაცხადა ატალმა.
ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მზადაა შეასრულოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობა რამდენ ხანსაც საჭირო იქნება და აღნიშნა, რომ რამდენიმე კვირაში ქვეყანას მოუწევს „მთელი მსოფლიოს მასპინძლობა“. {პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე იმართება}.
წინასწარი ეგზიტპოლის შედეგებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს. მეორეზეა ემანუელ მაკრონის პარტია, მესამეზე მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანება“.
საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.