აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის არის ადამიანი, ვინც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გააჩერა. ამის შესახებ მან ABC-თან ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუს დროს ბაიდენმა ახსენა უკრაინის მხარდაჭერა და 50-ზე მეტი მოკავშირის გაერთიანება უკრაინის დახმარების გარშემო, როგორც მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა.
მისივე თქმით, ის კარგ ფორმაშია და საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია.
წამყვანის შეკითხვაზე, სურს თუ არა მას დამოუკიდებელი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება, რომელიც მოიცავდა ნევროლოგიურ და კოგნიტურ ტესტებს, ბაიდენმა უპასუხა, რომ ის კოგნიტურ ტესტს აკეთებს ყოველ დღე იტარებს.
„იცით, მე არა მხოლოდ კამპანიას ვაწარმოებ, მე ვმართავ მსოფლიოს, შგადაჭარბებულად არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ ვართ ყველაზე მნიშვნელოვანი ერი მსოფლიოში... მე ვარ ის, ვინც გააერთიანა ნატო, მომავალი. არავის ეგონა, რომ მე შემიძლია მისი გაფართოება. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც პუტინი გააჩერა“, - თქვა ბაიდენმა.